032 224 09 01 +995 577 12 99 80

ჩვენ შესახებ

“ართვინ ჯორჯია”  წარმოადგენს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებას, რომელიც უზრუნველყოფს მომსახურების ფართო სპექტრს, როგორც სამრეწველო და კომერციული, ასევე კომუნალური/საცხოვრებელი პროექტებისათვის.  კომპანიის სამოქმედო არეალი მოიცავს მექანიკურს, ელექტრო - სანტექნიკის, კეთილმოწყობის, სადეკორაციო, სამონტაჟო სამუშაოებს და უზრუნველყოფს შესაბამის სერვისებს  საწარმო - ქარხნების, ჯანდაცვის დაწესებულებების (საავადმყოფოები), საგანმანათლებლო დაწესებულებების (სკოლები), სავაჭრო ცენტრებისა  და ფართო მასშტაბის  საცხოვრებელი შენობების მშენებლობა-რეკონსტრუქციას.

“ართვინ ჯორჯია”  ზრუნავს მისი რეპუტაციის დაცვასა და შენარჩუნებაზე , მუდმივად ისწრაფვის იყოს კლიენტის მოთხოვნებზე ორიენტირებული, შეთავაზებული პროექტების დროული შესრულების, მაღალი სტადარტებისა და მოქნილი ფასდადების პოლიტიკით.  

“ ართვინ ჯორჯია“-ს გუნდი ფუნდამენტურ ღირებულებად მიიჩნევს, აწარმოოს ეფექტური საშტატო მენეჯმენტი, გუნდური მუშაობის პრინციპებზე დაყრდნობით, მომუშავეთა მუდმივი წახალისებით - აიმაღლოს გამოცდილება და გაიფართოვოს ცოდნის ბაზა.

მისია

მივაღწიოთ და შევინარჩუნოთ წამყვანი პოზიცია ჩვენს სექტორში, გავამყაროთ ნდობა, უზრუნველვყოთ ხარისხი და მივაწოდოთ საუკეთესო მომსახურება ჩვენს პარტნიორებს/დამკვეთებს. ჩვენი მიზანია კლიენტების მიმართ  დავამყაროთ ხანგრძლივი და წარმატებული პარტნიორული ურთიერთობა, გავამართლოთ და გადავაჭარბოთ მათ მოლოდინებს ჩვენი განსაკუთრებულად პროფესიული მიდგომით და მომსახურებით, ისეთი ძირითადი ღირებულებების გათვალისწინებით, როგორიცაა ნდობა, ურთიერთობა და ეთიკის მაღალი სტანდარტი.

ხედვა

ჩვენს ხედვას წარმოადგენს   სამშენებლო სექტორში  კომპანიის წამყვან პოზიციებზე მუდმივად ყოფნა, რაც მიღწევადად მიგვაჩნია ფართო მასშტაბების, ტექნიკურად რთული და დახვეწილი, დროში გათვლილი, მაღალი სტადნარტებით შესრულებული მომსახურების მიწოდებით,  სანდოობისა და საქმისადმი  განსაკუთრებული მიდგომის საშუალებით.

ღირებულებები

პარტნიორები