დაბა მესტიაში საფეხბურთო ტექნიკური ცენტრისა და ხელოვნურსაფარიანი სტადიონის მშენებლობა მიმდინარეობს

შპს „ართვინ ჯორჯია“ დაბა მესტიაში საფეხბურთო ტექნიკური ცენტრისა და ხელოვნურსაფარიანი სტადიონის მშენებლობას ახორციელებს.
პროექტი საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დაკვეთით მიმდინარეობს და მიზნად ისახავს მესტიაში თანამედროვე სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებას. ახალი საფეხბურთო ცენტრი ხელს შეუწყობს ადგილობრივი ახალგაზრდების სპორტულ აქტივობებში ჩართულობას, ფეხბურთის პოპულარიზაციას და რეგიონში ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობას.
პროექტის ფარგლებში ტერიტორიაზე მოეწყობა ხელოვნურსაფარიანი საფეხბურთო მოედანი, მაყურებელთა ტრიბუნა და პარკინგის სივრცე. ასევე აშენდება ადმინისტრაციული შენობა, დაცვის ობიექტი და დამხმარე ტექნიკური ნაგებობები, რომლებიც ცენტრის სრულფასოვან ფუნქციონირებას უზრუნველყოფს.
აღნიშნული პროექტი დაბა მესტიისთვის მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული ინიციატივაა, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობას და სპორტით დაინტერესებულ ახალგაზრდებს თანამედროვე სტანდარტების შესაბამის გარემოს შეუქმნის.
პროექტის დეტალები
პროექტის სტატუსი: მიმდინარე
პროექტი: დაბა მესტიაში საფეხბურთო ტექნიკური ცენტრისა და ხელოვნურსაფარიანი სტადიონის მშენებლობა
დამკვეთი: საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი
პერიოდი: 2026
ადგილმდებარეობა: დაბა მესტია
შემსრულებელი: შპს „ართვინ ჯორჯია“
