ქალაქ ცაგერში საფეხბურთო ტექნიკური ცენტრისა და ხელოვნურსაფარიანი სტადიონის მშენებლობა მიმდინარეობს

შპს „ართვინ ჯორჯია“ ქალაქ ცაგერში საფეხბურთო ტექნიკური ცენტრისა და ხელოვნურსაფარიანი სტადიონის მშენებლობას ახორციელებს.
პროექტი საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დაკვეთით ხორციელდება და მიზნად ისახავს რეგიონში თანამედროვე სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებას. ახალი საფეხბურთო სივრცე ხელს შეუწყობს ადგილობრივი სპორტის განვითარებას, ახალგაზრდების სპორტულ აქტივობებში ჩართულობასა და ფეხბურთის პოპულარიზაციას.
პროექტის ფარგლებში ტერიტორიაზე მოეწყობა ხელოვნურსაფარიანი საფეხბურთო მოედანი, მაყურებელთა ტრიბუნა და პარკინგის სივრცე. ასევე აშენდება ადმინისტრაციული შენობა, დაცვის ობიექტი და დამხმარე ტექნიკური ნაგებობები, რომლებიც სპორტული ცენტრის სრულფასოვან ფუნქციონირებას უზრუნველყოფს.
აღნიშნული პროექტი ქალაქ ცაგერისთვის მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული ინიციატივაა, რომელიც სპორტული გარემოს გაუმჯობესებასა და ადგილობრივი მოსახლეობისთვის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სივრცის შექმნას ემსახურება.
პროექტის დეტალები
პროექტის სტატუსი: მიმდინარე
პროექტი: ქალაქ ცაგერში საფეხბურთო ტექნიკური ცენტრისა და ხელოვნურსაფარიანი სტადიონის მშენებლობა
დამკვეთი: საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი
პერიოდი: 2026
ადგილმდებარეობა: ქ. ცაგერი
შემსრულებელი: შპს „ართვინ ჯორჯია“
